ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილი ქოვენთრი შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქოვენთრი სიტი პრემიერ ლიგაში 25 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდება, ლამპარდის გუნდს პარასკევს „ივუდ პარკზე“ გამართულ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდა, თამაშიც ფრედ 1:1 მორჩა.
90-იან წლებში „ქოვენთრი“ მუდმივად პრემიერ ლიგის ბინადარი იყო, 2001 წელს კი ჩემპიონშიფში გავარდა და 25 წელი პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად უშედეგოდ იბრძოდა.
ქოვენთრის ყველაზე დიდი ვარდნა 2017 წელს მეოთხე დივიზიონში დაცემის შემდეგ ჰქონდა. 2023 წელს პლეი-ოფის ფინალში „ლუტონთან“ წაგების შემდეგ, ლამპარდის შეგირდებმა ამ სეზონში პრემიერ ლიგაში ამოსვლა სამი ტურით ადრე გაინაღდეს.
გარანტირებული პირველი ადგილის მოსაპოვებლად გუნდს ჯერ კიდევ ლოდინი მოუწევს, მეორე ადგილზე მყოფ „იფსვიჩს“ ჯერ კიდევ ხუთი თამაში აქვს ჩასატარებელი. სხვაობა ამჟამად 11 ქულაა.