ფრატეზი: ,,ჩემი და სოციალურ ქსელებში დავბლოკე, როცა ვნახე, როგორ აღნიშნავდა იუვეს ჩემპიონობას''
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,სასუოლოს'' ნახევარმცველმა, დავიდე ფრატეზიმ, რომელმაც გასული სეზონი ,,ინტერში'' გაატარა, საკუთარ დასთან, კიარა ფრატეზისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
იტალიელი ფეხბურთელის და ტურინის ,,იუვენტუსის'' ნახევარმცველის, უესტონ მაკკენის მეგობარი გოგონაა.
,,როცა ვნახე, რომ ჩემი და კოპა იტალიაზე იუვენტუსის ჩემპიონობას სტადიონზე აღნიშნავდა, ყველა სოციალურ ქსელში 4 დღით დავბლოკე...
ერთმანეთთან ხუმრობა ძალიან გვიყვარს!'' - დავიდე ფრატეზი
კოპა იტალიას ფინალში ტურინის ,,იუვენტუსმა'' ,,ფიორენტინა'' 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიპოვა.
დავიდე ფრატეზიმ გასულ სეზონში ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🗣️ Davide Frattesi:
— Forza Juventus (@ForzaJuveEN) June 11, 2024
"When I saw my sister celebrate Juve’s Coppa Italia win on the pitch I blocked her on all social media for a few days."
[@repubblica via @IFTVofficial] pic.twitter.com/IjwINTUpq0