ფრანგული მედია: "მბაპეს რეალში ტრანსფერი გადაწყვეტილი არ არის!"
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული მედია საშუალებები და ასევე პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით ჭორებს უგულებელყოფენ.
მათი ინფორმაციით, ოფიციალური მოლაპარაკება მხარეებს შორის არ გამართულა და კილიან მბაპეს მომავალი გუნდი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
ინფორმაციის პირველწყარო ფრანგული rmc_sport-ი გახლავთ, რომლის ვერსიითაც ყველა ინფორმაცია, რომელიც 25 წლის ფრანგთან დაკავშირებით გავრცელდა, მხოლოდ ჭორის დონეზეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
კილიან მბაპესთან დაკავშირებული სატრანსფერო ინფორმაციები უკვე რამდენიმე წელიწადია ვრცელდება, გასულ თვეებში კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ყველაზე აქტიურად "ლივერპულს" და მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.