Belive

ფრანგული მედია: გიორგი მიქაუტაძემ მონაკო აირჩია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ,,მონაკოში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც საფრანგეთში ძალიან პოპულარულია, სწორედ ,,მონაკოში'' თამაში აირჩია. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად კი 20-22 მილიონი ევრო სახელდება.

კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და იყო შანსი, რომ ტრანსფერი ოფიციალურად ევრო 2024-ის დაწყებამდეც დადასტურებულიყო.

გასულ სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა ,,მეცის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები