ზეიმი მიქაუტაძის გარეშე | ლიონმა სუპერმატჩი მოიგო
განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა ლიგა 1-ში. "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "სტრასბურგი" მიიღო და დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 4:3 გაიმარჯვა. მატჩში მოვლენები სწრაფად და ურთიერთსაპირისპიროდ იცვლებოდა. სტრასბურგმა ანგარიშის გახსნა შეხვედრის მე-2 წუთზევე მოახერხა. პირველ ტაიმში ლაკაზეტი-მიქაუტაძის წყვილმა ჯამში 8-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, თუმცა სტრასბურგელთა მეკარის ბრწყინვალე თამაშისა და ზოგიერთ შემთხვევაში უიღბლობის შედეგად, ლიონის თავდამსხმელებმა ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ ანგარიში ტოლისომ, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გაათანაბრა.
მეორე ტაიმი ლიონისთვის კიდევ უფრო ცუდად დაიწყო. 10-წუთიან მონაკვეთში მასპინძლები უკვე 1:3 მარცხდებოდნ, ლიონის მწვრთნელმა მაშინვე განახორციელა ცვლილებები - მოედნიდან მიქაუტაძე და აბნერი გაიყვანა, მათ ნაცვლად კი ორბანი და ფოფანა შემოვიდნენ, ამ მომენტიდან ლიონმა გამოიღვიძა - ზუსტად 2 წუთიან მონაკვეთში ჯერ მაიტლანდ-ნაილსმა შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ორბანმა გაათანაბრა ანგარიში, 73-ე წუთზე ორბანმა დუბლი შეასრულა და ლიონს სეზონში პირველი შეხვედრა მოაგებინა.
მიქაუტაძეს sofascore-გან ცუდი შეფასება არ დაუმსახურებია (7.1), თუმცა ფაქტია, რომ ქართველს ეს შეხვედრა აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეწერება, რადგან 59-ე წუთზე შეცვალეს და ლიონმა ქამბექიც სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო, თანაც დუბლი მიქაუტაძის უშუალო კონკურენტმა შეასრულა.
ლიონი ამ მომენტისთვის მე-11 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას "ლენსის" წინააღმდეგ, 15 აგვისტოს ჩაატარებს. მანამდე მიქაუტაძე საქართველოში დაბრუნდება, რადგან 7 სექტემბერს ჩვენი ნაკრები ჩეხეთს, ერთა ლიგის მატში მიიღებს.