Belive

4-თვიანი პაუზის შემდეგ პოლ პოგბა მონაკოს განაცხადში დაბრუნდა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს მონაკო და მარსელი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ შეხვედრაში მთავარი ამბავია ის, რომ მონაკოს განაცხადში ფრანგი სუპერვარსკვლავი პოლ პოგბა ბრუნდება, 33 წლის ნახევარმცველს 5 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და შესაძლოა ის დღეს მოედანზე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას წვივის ტრავმა ჰქონდა და 4 თვე გაუცდა, დღეს კი ფრანგული გუნდის განაცხადში დეკემბრის შემდეგ პირველად დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა მონაკოში გასული წლის ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ მან ფრანგულ გუნდში 3 მატჩში, სულ 30 წუთი ითამაშა და საგოლე მოქმედება არ ჰქონია.