ფრანგულ მედიაში პსჟ-ს მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
პარი სენ ჟერმენი თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
RMC Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარიზელთა მთავარი სამიზნე ბარსელონას თავდამსხმელი, ფერან ტორესი იქნება. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მხარეებს შორის სრულფასოვანი მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაწყებულა.
თუ ტორესის ტრანსფერი არ გამოვა, ლუის ენრიკეს გუნდმა, შესაძლოა, ალტერნატიულ ვარიანტებს მიმართოს. მათ შორის ერთ-ერთი ატალანტას შემტევი, შარლ დე კეტელარეა.
პსჟ-ს ხელმძღვანელობა თვალს ადევნებს ელი ჟუნიორ კრუპისაც (ბორნმუთი), თუმცა კლუბს ინტერესი ოფიციალუარდ ჯერ არ გამოუხატავს.
🚨🥈| PSG are pushing hard to sign Ferran Torres and urging the player to make a decision on his future soon.
— PSG Report (@PSG_Report) July 29, 2026
The club are ready to explore alternatives if the player decides to delay his decision about his future any longer. @SergiCastillo_ pic.twitter.com/GlMDs3nxDT