Belive

France Football: "ვიღაც ჩვენზე ძალიან ნაწყენია"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

წლევანდელ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესოები პარიზში დღეს შეიკრიბებიან, თუმცა, სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუ დაჯილდოებაზე არ იქნება.

გამოცემა France Football გამოავლენს, თუ ვინ იყო მიმდინარე წელს საუკეთესო ფეხბურთელი, არჩევანი სამ მოთამაშეს შორის უნდა გაკეთდეს: ვინისიუსი, როდრი და ჯუდ ბელინგემი. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ჯერ არცერთ მათგანს არ მოუპოვებია. ოქროს ბურთის ნებისმიერ მფლობელს აქვს უფლება, რომ ყოველწლიურად ესწრებოდეს ამ დაჯილდოებას, თუმცა, France Football-ის რედაქტორმა, ვინსენტ გარსიამ მიანიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ცერემონიას გამოტოვებს.

გამარჯვებულებს აქვთ უფლება დაესწრონ ყველა ცერემონიას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მაგრამ ყოველთვის არ მოდიან და ზოგიერთი ძალიან ნაწყენია ჩვენზე.

დანამდვილებით არ ვიცი, რომ კრიშტიანუ ასეა ჩვენ მიმართ განწყობილი, მასთან პირდაპირ არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ ყოფილი გამარჯვებულები ხმას აძლევენ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს - რონალდუს თავისი ხმა არც შარშან გამოუყენებია და არც წელს. - განაცხადა ვინსენტ გარსიამ

ოქროს ბურთის დაჯილდოება დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მედიაში დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუკეთესოს ბედი უკვე გადაწყვეტილია და ოქროს ბურთს ვინისიუს ჟუნიორი მოიგებს.

სხვა სტატიები