ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებს შორის ჰოლანდმა მე-9 ადგილზე გადაინაცვლა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა მონაკოსა და მანჩესტერ სიტის შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩში დუბლი გაიფორმა ერლინგ ჰოლანდმა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 52 გოლი (50 მატჩში) დაუგროვდა.
შედეგად, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ტიერი ანრის (50 გოლი) გადაუსწრო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ერლინგს კარგი შანსი აქვს, რომ ამავე სეზონში კიდევ 2 საფეხურით დაწინაურდეს, რადგან მერვეადგილოსანი ნისტელროი მას 4 გოლით უსწრებს, მეშვიდეადგილოსანი ტომას მიულერი კი - 5-ით.
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი:
კრიშტიანუ რონალდუ - 140 გოლი 183 მატჩში
ლეო მესი - 129 გოლი 163 მატჩში
რობერტ ლევანდოვსკი - 105 გოლი 135 მატჩში
ქარიმ ბენზემა - 90 გოლი 152 მატჩში
რაული - 71 გოლი 142 მატჩში
კილიან მბაპე - 60 გოლი 89 მატჩში
ტომას მიულერი - 57 გოლი 163 მატჩში
რუდ ვან ნისტელროი - 56 გოლი 73 მატჩში
ერლინგ ჰოლანდი - 52 გოლი 50 მატჩში
ტიერი ანრი - 50 გოლი 112 მატჩში
Erling Haaland extends his incredible Champions League goal tally, but there's no smiles from the Man City no.9 tonight. 😬
— talkSPORT (@talkSPORT) October 1, 2025
Haaland's first-half brace against Monaco means he now has a whopping 52 goals after just 50 games in Europe's premier competition. 🤯
Following City's… pic.twitter.com/8E9WPsP2PL