კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა ერთ მატჩში 10 გოლი გაიტანა
კრიშტიანუ რონალდუ "ალ ნასრის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს. საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, მისი შვილიც ამ კლუბის ნაწილია და ახლა ალ ნასრის 15-წლამდელებში თამაშობს - კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა.
გუშინ, ალ ნასრი (U15) ალ იტიჰადის თანატოლებს დაუპირისპირდა და შეხვედრა 10:9 მოიგო - გუნდის ათივე გოლი კრიშტიანუ რონალდუს შვილმა გაიტანა.
🚨 Cristiano Jr scored 10 Goals for Al Nassr U15 against Al-Ittihad Today 🤯 pic.twitter.com/ii6BSUsJbg
— Own Goal. (fan) (@owngooal) February 4, 2025
რამდენიმე დღის წინ, ალ ნასრის მოზარდთა გუნდი "ალ ჰილალს" შეხვდა და ის მატჩი 7:0 მოიგო - ამ შემთხვევაშიც, ალ ნასრის შვიდივე გოლი რონალდუ უმცროსის ანგარიშზეა. საერთო ჯამში, კრისშტიანუს ვაჟმა, ბოლო 2 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.
🚨 Cristiano Jr scored 7 Goals for Al Nassr U15 against Al Hilal Today 🤯 pic.twitter.com/hWesdzyF6f
— Own Goal. (fan) (@owngooal) January 29, 2025
გოლების გატანას არ წყვეტს ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელიც, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, "ალ ვასლთან" მატჩში, რონალდუმ დუბლი შეასრულა და კარიერაში 923 გოლი დაუგროვდა. კრიშტიანუ ზედიზედ 4 შეხვედრაა მინდორს გოლის გარეშე არ ტოვებს.