Belive

FourFourTwo - საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ, დაასახელა 32 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს არ უთამაშიათ.

რჩეულთა შორის გამოცემამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ყოფილი წევრი - კახა კალაძე (23) და გიორგი ქინქლაძე (27) შეიყვანა:

გიორგი ქინქლაძე (საქართველო)

,,კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ცოტა ადრე რომ დაბადებულიყო, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებდა. მისი დებიუტი საერთაშორისო დონეზე 1992 წელს შედგა, ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.

მანჩესტერ სიტის გმირმა ეროვნულ გუნდში 13 წლის განმავლობაში 54-ჯერ ითამაშა, თუმცა მის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი არ ჰქონია.''

კახა კალაძე (საქართველო)

,,საქართველოს ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო ფეხბურთელმა, კახა კალაძემ, 2000-იან წლებში მილანთან ერთად სერია A და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

თუმცა, მრავალმხრივ მცველს, რომელიც ნაკრების კაპიტანი და ქვეყნის 5-გზის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მუნდიალზე არასდროს უთამაშია. საქართველო ამასთან ყველაზე ახლოს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იყო, როცა ნაკრები მეორეადგილოსანს (პლეი-ოფის საგზური) 6 ქულით ჩამორჩა.'' - წერს FourFourTwo ქართველ ფეხბურთელებზე

FourFourTwo-მ პირველ ადგილზე ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო დაასახელა. სამეულში, ასევე, ჯორჯ ბესტი და ლადისლაო კუბალა მოხვდნენ.

FourFourTwo - 10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშიათ:

  1. ალფრედო დი სტეფანო

  2. ჯორჯ ბესტი

  3. ლადისლაო კუბალა

  4. ვალენტინო მაცოლა

  5. რაიან გიგზი

  6. ჟორჟ ვეა

  7. გუნარ ნორდალი

  8. ერიკ კანტონა

  9. დანკან ედვარდსი

  10. იან რაში

სხვა სტატიები