Belive

"უოტფორდმა მაშინ შეუტია, როდესაც ჩაკვე მოედანზე შევიდა" - გიორგი ქინქლაძე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,უოტფორდს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩში 61-ე წუთზე ჩაერთო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი "მანჩესტერ სიტისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ "უოტფორდმა" მხოლოდ ჩაკვეს მოედანზე შესვლის შემდეგ შეუტია.

ეს ყველამ შეამჩნიეთ? "უოტფორდმა" მაშინ დაიწყო შეტევა, როდესაც მოედანზე ჩაკვეტაძე შევიდა. - გიორგი ქინქლაძე.

"მანჩესტერ სიტისთან მატჩში" გიორგი ჩაკვეტაძემ Sofascore-სგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 19-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 12-დან 10 სწორი პასი გააკეთა (83%) და 4-დან 2 დუელი მოიგო.

6.6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 7 ქულით კი - Flashscore-მა.

სხვა სტატიები