Belive

FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია.

საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გამოცემა ,,კვარადონად'' კიდევ ერთხელ მოიხსენიებს:

,,დიეგო მარადონასთან შედარება პატარა საქმე არ არის, ამიტომ, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ,,კვარადონა'' დაარქვეს, ცხადი იყო, რომ ქართველი ფეხბურთელი სერიოზულად იყო განწყობილი.

სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონში კვარაცხელიამ ოსიმენთან ერთად ძლიერი დუეტი ჩამოაყალიბა, 31 გოლში მიიღო მონაწილეობა და ნაპოლის 1990 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი პირველად მოაგებინა. ზამთარში კი პარი სენ ჟერმენში გადავიდა, რაც მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშის განმაპირობებელი უნდა გახდეს. - წერს FourFourTwo

რეიტინგში მეორე ადგილს რაფინია იკავებს. ხუთეულში, ასევე, რაფაელ ლეაუ და ბრედლი ბარკოლა მოხვდნენ.

მსოფლიოს 10 საუკეთესო მარცხენა გარემარბი FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. ვინისიუს ჟუნიორი - რეალი, ბრაზილია

  2. რაფინია - ბარსელონა, ბრაზილია

  3. ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ, საქართველო

  4. რაფაელ ლეაუ - მილანი, პორტუგალია

  5. ბრედლი ბარკოლა - პსჟ, საფრანგეთი

  6. ლუის დიასი - ლივერპული, კოლუმბია

  7. კოდი გაკპო - ლივერპული, ნიდერლანდები

  8. ნიკო უილიამსი - ბილბაო, ესპანეთი

  9. ენტონი გორდონი - ნიუკასლი, ინგლისი

  10. კაორუ მიტომა - ბრაიტონი, იაპონია

სხვა სტატიები