FourFourTwo-მ ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერები დაასახელა
ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ ლონდონის ,,ჩელსის'' ისტორიაში ყველაზე ცუდ ტრანსფერად 2017 წელს ,,ლესტერიდან'' დენი დრინქუოთერის ყიდვა დაასახელა.
,,მსოფლიოს უდიდეს კლუბებსაც კი შეუძლიათ სატრანსფერო ბაზარზე საშინელი გადაწყვეტილება მიიღონ და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩელსია,'' - წერს FourFourTwo.
,,არისტოკრატებმა'' ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევრომდე გადაიხადეს, მან კი კლუბის მაისურით სულ 23 შეხვედრა ჩაატარა და თამაში ახალგაზრდულ გუნდშიც მოუწია.
ათეულში რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავი, მათ შორის ანდრეი შევჩენკო, ფერნანდო ტორესი და რომელუ ლუკაკუც მოხვდნენ:
დენიელ დრინქუოთერი - ლესტერიდან 2017 წელს
ვინსტონ ბოგარდი - ბარსელონადან 2000 წელს
რომელუ ლუკაკუ - ინტერიდან 2021 წელს
კალიდუ კულიბალი - ნაპოლიდან 2022 წელს
ანდრეი შევჩენკო - მილანიდან 2006 წელს
კრის სატონი - ბლექბერნიდან 1999 წელს
ფერნანდო ტორესი - ლივერპულიდან 2011 წელს
ადრიან მუტუ - პარმადან 2003 წელს
მარკ ბოსნიჩი - მანჩესტერ იუნაიტედიდან 2000 წელს
ხუან სებასტიან ვერონი - მანჩესტერ იუნაიტედიდან 2000 წელს