Belive

ჩელსი ოსიმენს არ ეშვება - ნიგერიელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიგერიისა და ეროვნული ნაკრების ფორვარდი - ვიქტორ ოსიმენი, "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, თუმცა იგი კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს, რადგან მისი ტრანსფერით კვლავ ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელი - მაურისიო პოჩეტინო, თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ კლუბს სჭირდება ცენტრფორვარდი, რომელიც მის გუნდს სიმაღლეს, ფიზიკურობასა და გოლებს შემატებს, ამისათვის კი, კლუბმა კიდევ ერთხელ უნდა შეძლოს დიდი თანხის გადახდა, რადგან კლუბის სამომავლო პრესპექტივებისთვის ასე სჯობს.

როგორც ცნობილი ხდება, ნიგერიელმა ფორვარდმა ,,ნაპოლისთან'' ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია და კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, თუმცა, ნიგერიელი არ ჩქარობს და პროცესის გაწელვას იანვრამდე გეგმავს. "ნაპოლი" ოსიმენში 120 მილიონ ფუნტს ითხოვს, "ჩელსი" კი მზად არის, რომ ნიგერიელ ფორვარდში ეს თანხა გადაიხადოს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოსიმენმა "ჩელსის" მიმართ სიმპათიები გამოთქვა და ამ კლუბის ლეგენდაზე - დიდიე დროგბაზე ისაუბრა, როგორც მის ერთ-ერთ საფეხბურთო კერპზე და დააყოლა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშის იდეაც ძალიან მოსწონს. ასევე ცნობილია, რომ "ნაპოლიმ" დაიწყო 24 წლის აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის შემცვლელების ძებნა, იმ მოლოდინით, რომ კლუბი ზაფხულში ოსიმენს ტრანსფერზე დააყენებს.

24 წლის ნიგერიელი ფორვარდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას - დარჩეს კლუბში და აიღოს 120 000 ევრო თვეში (ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით), თუ გადავიდეს "ჩელსიში" და მისი დიდებული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ოსიმენმა გასულ სეზონში "ნაპოლისთან" ერთად სერია A-ს ტიტული მოიპოვა, თუმცა მიმდინარე სეზონი ტრავმების გამო შეფერხებულად დაიწყო. მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე 15 ჩატარებულ მატჩში, 7 გატანილი გოლი და 2 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები