Belive

FourFourTwo-მ სანაკრებო დონეზე 90-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, სანაკრებო დონეზე 1990-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ლოთარ მათეუსია:


,,ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეეძლო თამაშის კარნახი ისე, როგორც დიდ გერმანელს - ლოთარ მათეუსს.

მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, როცა მის გუნდთან ერთად ჩემპიონობა კაპიტნის ამპლუაში იზეიმა.

მას შეეძლო ბურთის ართმევა და დაცვის გარღვევა ერთი პასით, შეეძლო დრიბლინგი, დარტყმა - და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდა!'' - წერს FourFourTwo

გამოცემის რჩეულთა შორის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი - მათ შორის რონალდო, ზინედინ ზიდანი, რობერტო ბაჯო, რობერტო კარლოსი და პაოლო მალდინი მოხვდნენ.

90-იანი წლების 10 საუკეთესო ფეხბურთელი FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. ლოთარ მათეუსი

  2. რონალდო

  3. პაოლო მალდინი

  4. ზინედინ ზიდანი

  5. პეტერ შმეიხელი

  6. რომარიო

  7. პაველ ნედვედი

  8. რობერტო კარლოსი

  9. იურგენ კლინსმანი

  10. რობერტო ბაჯო

სხვა სტატიები