"ბრაზილიას ნეიმარის დონის ფეხბურთელი არ ჰყავს" - რონალდო
ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ სპორტულ გამოცემა BolaVip-თან ისაუბრა და თქვა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ნეიმარი აუცილებლად უნდა გამოიძახონ.
ჩვენ არ გვყავს ნეიმარისნაირი ფეხბურთელი. ის ეროვნული ნაკრების მთავარი ელემენტია და ვიმედოვნებთ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 100%-ით მზად იქნება. თუ ეს ასე მოხდება უდავოდ უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.
ყველამ, ვინც ფეხბურთი ითამაშა, იცის, რამდენად რთულია ტრავმისგან გამოჯანმრთელება, რიტმისა და თავდაჯერებულობის აღდგენა. ნეიმარიც სწორედ ამ პროცესს გადის და ცდილობს, რომ უკეთესი დაბრუნდეს. - რონალდო
ნეიმარს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2023 წლის ოქტომბრიდან არ უთამაშია, მას შემდეგ, რაც ურუგვაის წინააღმდეგ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.
კარლო ანჩელოტიმ ის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე არ გამოიძახა, იტალიელის თქმით თუ ნეიმარს ნაკრებში თამაში სურს ოპტიმალური ფორმა უნდა დაიბრუნოს.
ბრაზილია უკვე გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2026 წლის მუნდიალი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
🎙️RONALDO:
— Ginga Bonito 🇧🇷 (@GingaBonitoHub) September 24, 2025
“He is a decisive player for the Seleção. We don’t have another player like Neymar. We hope that he will be 100% for the World Cup, because if he is, we will certainly have better results than if he isn’t.” 🇧🇷 pic.twitter.com/yMBIXbQmRW