Belive

Forza Edoardo | ფიორენტინას ფეხბურთელის მდგომარეობა დასტაბილურდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიორენტინას ნახევარმცველის, ედოარდო ბოვეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, მილანის "ინტერთან" მატჩის პირველ წუთებში მოედანზე უგონოდ დაეცა, დასტაბილურდა, იუწყება Sky Sport. აღნიშნული მატჩი მე-17 წუთზე შეწყდა (ანგარიში: 0-0) და გადადებულად ჩაითვალა.

22 წლის ფეხბურთელმა, პირველი ტაიმის დასაწყისში, სავარაუდოდ, გულის შეტევა გადაიტანა, სტადიონ არტემიო ფრანშიზე და თამაში მაშინვე შეჩერდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოთამაშე სასწრაფო დახმარების განყოფილებაში სტაბილური ჰემოდინამიკური მდგომარეობით მოვიდა და პირველადი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური ტესტებით გამოირიცხა ცენტრალური ნერვული სისტემის და კარდიო-რესპირატორული სისტემის მწვავე დაზიანება. - ნათქვამია ფლორენციას საავადმყოფოს განცხადებაში

სხვა სტატიები