ფიორენტინას ფეხბურთელი მოედანზე უგონოდ დაეცა | ინტერთან მატჩი შეწყვეტილია
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ფიორენტინა" და "ინტერი" უპირისპირდებოდნენ, მე-17 წუთზე შეწყდა და ახლა გადადებულად ითვლება.
მაშინ, როდესაც მთავარი არბიტრი VAR-ზე მომენტს ამოწმებდა, "რომადან" ფიორენტინაში იჯარით მოთამაშე 22 წლის ნახევარმცველი, ედოარდო ბოვე, თასმების შესაკრავად დაიხარა და მინდორზე უგონოდ დაეცა, ისე რომ მის გარშემო არავინ იმყოფებოდა.
Edoardo Bove uyanık ve bilinci açık 🙏
— Kapitano Sports (@kapitanosport) December 1, 2024
pic.twitter.com/ndPWOCsRuQ
მატჩი მაშინვე შეწყდა და ახალგაზრდა ნახევარმცველი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
La Repubblica-ს ცნობით, ბოვემ, სავარაუდოდ, გულის შეტევა გადაიტანა და ახლა ის არის "ფხიზლად, გონზე და დამოუკიდებლად სუნთქავს".