Belive

Football Italia: "ევროპულ სცენაზე თანაბარ თამაშში განსხვავებას კვარასა და ლეაოს დუელი შექმნის"

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება football-italia უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლისა" და "მილანს" შორის გასამართი დაპირისპირების წინ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამ დუელის მთავარ გმირებად საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას და პორტუგალიელ რაფაელ ლეაოს მოიხსენიებს.


"სერია A-ს ორი გუნდი მზადაა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის ნახევარფინალში მოხვედრისთვის, სადაც ისინი "ინტერი"-"ბენფიკას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ ამაღელვებელ გზას გააგრძელებენ.

ზოგიერთ ასპექტში, თითქმის ბედისწერაა, რომ გასული სეზონის სკუდეტოს მფლობელი "მილანი" ხვდება სერია A-ს მომავალ გამარჯვებულ "ნაპოლის" და ორი მოთამაშე, რომლებიც შესანიშნავად ასახავენ თითოეული კლუბის სახეს, მათი მარცხენა ფლანგის ვარსკვლავები - ლეაო და კვარაცხელიაა.

ლეაო "როსონერის" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და შედარებით მშვიდად დაიწყო ცხოვრება ლომბარდიაში, გაიტანა მხოლოდ ექვსი გოლი სერია A-ს პირველ სეზონში, ექვსი კი მეორეში. შესამჩნევი იყო, რომ საინტერესო გარემარბს აშკარად დიდი პოტენციალი ჰქონდა. მან "მილანისთვის" შესაფერის დროს იფეთქა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მათ მიერ გასულ სეზონში სკუდეტოს მოგებაში და უშუალო წვლილი შეიტანა 21 გოლის გატანაში მის მიერ სერია A-ში ჩატარებულ 34 მატჩში.

პორტუგალიელი შემტევი "სან სიროს" ბინადრებისთვის ახალი ერის დასაწყისისთვის სიმბოლური იყო, რომელიც სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობის დროს ნიჭიერი მოთამაშეების გაზრდით და განვითარებით ხასიათდება. ამ თვალსაზრისით, ის ასევე სიმბოლურია "მილანის წარუმატებელი" პერიოდისა და მცდელობისთვის, რომ შეენარჩუნებინა სკუდეტო, მუნდიალის შემდეგ მისი ფორმის ვარდნა დაემთხვა გუნდის ზედიზედ ხუთი მატჩის წაგებას - მან მხოლოდ ერთხელ გაიტანა გოლი ამ სერიაში.

განა არის იმაზე უკეთესი დრო ლეოასთვის რომ დაბრუნდეს მაღალ დონეზე, ვიდრე "ნაპოლისთან" თვის დასაწყისში - 4:0 გამარჯვებაა, სადაც მან დუბლის შესრულება და გუნდისთვის სამი ქულის მოპოვებაში დახმარება მოახერხა. მას რომ ამ სეზონში გუნდებს შორის სექტემბერში გამართულ პირველ შეხვედრაში ეთამაშა, შესაძლებელი იყო ყველაფერი განსხვავებულად განვითარებულიყო.

ლეაოსგან სრულიად განსხვავებულია კვარაცხელია, რომელიც ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისას პორტუგალიელთან შედარებით უცნობი ფეხბურთელი იყო. მაგრამ, მთავარ სცენაზე მისი გამოსვლა ბევრად უფრო ცეცხლოვანი და მოულოდნელი აღმოჩნდა. 22 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო სეზონში უკვე მოიგო სამი სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რაც რეკორდია და არ უჩვენებია შენელების ნიშნები.

ნეაპოლურ-მილანური მედიის პროგნოზები: კვარა VS ლეაო – ორი საუკეთესო გარემარბის დაპირისპირება

"ნაპოლის" გარემარბმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ჭეშმარიტად გახდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ლეაოს მსგავსად, კვარაცხელია თავისი გუნდის თილისმაა, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში "პარტენოპეი" ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, სანამ ისინი შარშან ზაფხულს, მათი ძლიერი სკაუტინგისა და გამჭრიახი სატრანსფერო პოლიტიკის დახმარებით ხელს მოაწერდნენ ქართველთან კონტრაქტს. თანაგუნდელების ტრავმებმა კვარაცხელიაზე ზეწოლა გაზარდა - "ნაპოლის" "მილანთან" პირველი მატჩისთვის თავდამსხმელების ვიქტორ ოსიმენის, ჯაკომო რასპადორის და ჯოვანი სიმეონეს გარეშე თამაში მოუწევს. მათმა არყოფნამ შესაძლოა აიძულოს ლუჩიანო სპალეტი გამოსცადოს ქართველი ე.წ. ცრუ ცხრიანის როლში, რაც მას არ უცდია ამ სეზონში კამპანიელთა თავკაცის რანგში.

ორი მარცხენა ფლანგის ვარსკვლავი, ორივე შეეცდება აიღონ თავიანთი კლუბები მხრებზე, რადგან ისინი იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ადგილისთვის. წყვილი წარმოუდგენლად თანაბრად არის შეხამებული, ხოლო ძირითადი სტატისტიკა აჩვენებს, თუ რამდენად მსგავსი გავლენა აქვს ამ ორ ფეხბურთელს თავიანთი გუნდების თამაშზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, სინქრონიზებულ მანქანას 11 მოთამაშე სჭირდება, ინდივიდებს შეუძლიათ შექმნან განსხვავება, რისთვისაც ლეო და კვარაცხელია ევროპულ სცენაზე ემზადებიან", - წერს football-italia-ი.


“მილანისა” და "ნაპოლის" პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


სხვა სტატიები