Belive

Foot Mercato: ლივერპული ხაბი ალონსოს დაუკავშირდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპმა "ლივერპულიდან" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ცნობილი გახდა, რომ მერსისაიდელთა ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები ხაბი ალონსოსთან დაიწყეს.

Foot Mercato-ის ინფორმაციით, 42 წლის ესპანელ სპეციალისტს "წითლების" მენეჯმენტიდან უკვე დაუკავშირდნენ და პირობები შესთავაზეს, თუმცა, მისი მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ მოუსმენიათ.

ხაბი ალონსო ამჟამად ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარი მწვრთნელია და ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ბუნდესლიგას "ფარმაცევტები" 20 ტურის შემდეგ წაუგებლად და 52 ქულით ლიდერობენ, ხოლო მიუნხენის "ბაიერნს" 2 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ევროპულ ტურნირებს, აქ "ბაიერი" ევროპა ლიგის მერვედფინალშია გასული და თავის მეტოქეს ელოდება.

ხაბი ალონსომ "ლივერპულში" 2004-09 წლებში ითამაშა, 210 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა, 20 საგოლე პასი გააკეთა, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები