ოფიციალურად: ფედერიკო კიეზა ლივერპულის ფეხბურთელია
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულმა" ფედერიკო კიეზა ოფიციალურად გაიფორმა. იტალიელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელი გავხდი. როცა რიჩარდ ჰიუზმა დამირეკა და მკითხა მინდოდა თუ არა "ლივერპულში" თამაში, მაშინვე დავთანმხდი. მე ვიცი კლუბის ისტორია და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ. - განაცხადა კიეზამ
კიეზა "იუვენტუსის" ღირსებას 2020/2021 სეზონიდან იცავს. მან ჯამში 131 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
აქვე შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე, "ლივერპულმა" უკვე მეორე ფეხბურთელი გაიფორმა. ჩვენდა საბედნიეროდ, პირველი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც მერსისაიდულმა კლუბმა გააოფიციალურა, ქართველი მეკარე - გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ინგლისურ გრანდს მომდევნო სეზონში შეუერთდება, იქამდე კი იჯარის წესით "ვალენსიაში" დარჩება.