ფლორიან ვირცი გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლევერკუზენის ბაიერიდან ლივერპულში გადაბარგებული ფლორიან ვირცი გერმანიის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული სპორტული მედია საშუალება Kicker-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 22 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
გამოკითხვაში მონაწილეობას სპორტული ჟურნალისტები იღებდნენ, ხოლო კანდიდატთა შორის ის ყველა ფეხბურთელი განიხილებოდა, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშა.
გამოკითხულებს შორის ყველაზე მეტი, 191 ხმა ფლორიან ვირცმა მიიღო, მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნის მაიკლ ოლისე, ხოლო მესამეზე შტუტგარტის და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი, ნიკ ვოლტემადე გავიდა.
ფლორიან ვირცი ახალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდა და ლივერპულში ითამაშებს.