Belive

არსენ ვენგერი: "ლივერპულმა საკუთარი ნახევარდაცვა ვირცის გამო გაანადგურა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფლორიან ვირცი ზაფხულში, ბაიერ ლევერკუზენიდან ლივერპულში დიდი სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გერმანელი ფეხბურთელი ჯერ ვერ 'გაიხსნა' და დიდ კრიტიკასაც იღებს. მერსისაიდელების ცუდი პერიოდის შესახებ (6 მარცხი შვიდ შეხვედრაში) არსენ ვენგერმა ისაუბა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი სტაბილური ნახევარდაცვის დარღვევა იყო, რაც შემადგენლობაში ვირცის გარანტირებულ ადგილს უკავშირდება.

ვირცს შანსი მიუნხენსა და ლივერპულს შორის ჰქონდა, 'მოვალ თქვენთან, თუ 10 ნომრით ვითამაშებ - არ მინდა ფლანგზე თამაში' - უთხრა მან ლივერპულს და ისინიც ულაპარაკოდ დათანხმდნენ.

ლივერპულმა გაანადგურა (სობოსლაი, მაკალისტერი, გრავენბერხის) ნახევარდაცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვირცისთვის შეპირებული 10 ნომრის პოზიცია მიეცა.

ასტონ ვილასთან მათ ძველი ნახევარდაცვა დააბრუნეს და შედეგიც ვნახეთ (2:0), რეალთან ვირცი ძირითადში დაბრუნდა, მაგრამ სლოტმა ის ფლანგზე გაამწესა, რადგან ტრადიციული ნახევარდაცვისთვის ხელი არ შეეშალა. - განაცხადა არსენ ვენგერმა

რეალთან შეხვედრაში (1:0) ვირცმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოედნის დატოვებისას, ენფილდისგან დამსახურებული მადლობაც მიიღო. არნე სლოტის ჩანაფიქრი, რომ გერმანელს ფლანგიდან ემოქმედა, გამართლებული აღმოჩნდა.

ლივერპულის მომდევნო შეხვედრებში, შესაძლოა ვირცი ისევ მოედნის კიდეებისკენ გადაწეული ვიხილოთ (მარჯვნივაც და მარცხნივაც), რათა ცენტრალურ ზონაში ზედმეტი გადატვირთვით, ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

სხვა სტატიები