Belive

ფლორენტინო პერესი: "თუ ჩემი გაშვება გსურთ, არჩევნებში დამამარცხეთ"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და ამბობს, რომ დაკავებული თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

"თუ ჩემი გაშვება სურთ, მხოლოდ მაშინ წავალ, როცა ვინმე მოვა და არჩევნებში დამამარცხებს. მე ყოველთვის ვიყრი კენჭს. ვხელმძღვანელობ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიას. შესაძლოა მგზავრობამ დამღალოს, მაგრამ ფეხბურთით ნამდვილად არ დავღლილვარ. ბრძოლას ვაპირებ, რადგან სპეკულანტებსა და ულტრასებს კლუბის ხელში ჩაგდება სურთ.

ზოგი ამბობდა, რომ განუკურნებელი დაავადება მაქვს... მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჩემზე ნერვიულობს: მე კვლავ რეალისა და ჩემი კომპანიის პრეზიდენტი ვარ და ჩემი ჯანმრთელობა იდეალურია. დაავადება რომ მქონდეს, ონკოლოგიურ ცენტრში ვიმკურნალებდი. ისინი სეზონის არცთუ ისე კარგი შედეგებით სარგებლობენ, რათა თავს პირადად დამესხან.

ფეხბურთელები ყოველდღე ჩხუბობენ და ამით ყველაფერი მთავრდება: შემდეგ ისევ მეგობრდებიან. 26 წელია ამას ვუყურებ, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ კლუბიდან ეს ინფორმაცია საჯარო გახადა, ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე თავად ჩხუბი. ვინც ამას აკეთებს, უბედურია და ალბათ ჰგონია, რომ მაინც გაათავისუფლებენ. ქაოსის შექმნის უფლებას არავის მივცემ​", - ამბობს ფლორენტინო პერესი.

79 წლის მენეჯერი მადრიდის რეალს 2000-2006 წლებში და 2009 წლის შემდეგ უწყვეტად მართავს. ამ დროის განმავლობაში, "ბლანკოსებმა" 7-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 7-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი, 7-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 5-ჯერ უეფას სუპერ თასი და 5-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

სხვა სტატიები