Belive

ფლორენტინო პერესი: "ბარსელონა მსაჯებს 17 წელი უხდიდა ფულს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალის წარმომადგენელთა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, რეალ მადრიდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ბარსელონა და ლა ლიგის მსაჯები გააკრიტიკა.

პერესმა ვერ გაუძლო ნეგრეირას (იხილავთ ქვემოთ) საქმის წამოწევას და ესპანეთში მსაჯობის დონე მიუღებლად შეაფასა.

ესპანელი მსაჯების დონე მიუღებელია. სამარცხვინოა, რომ ფიფამ მოედანზე მყოფი 35 ესპანელი მსაჯიდან არც ერთი არ შეარჩია.

ასევე მიუღებელია, რომ ბარსელონამ, რაიმე მიზეზით, მსაჯთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, მინიმუმ 17 წლის განმავლობაში, 8 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა. მას მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა და ეს პერიოდი, ბარსელონას საუკეთესო შედეგებს ემთხვევა.

არც ის იყო ნორმალური, რომ ლა ლიგის პრეზიდენტს მაიამიში მატჩის ჩატარება სურდა (ბარსელონასა და ვილიარეალს შორის), რასაც ბარსელონას კაპიტანი, ფრენკ დე იონგიც კი არ მიიჩნევდა სწორად. - განაცხადა ფლორენტინო პერესმა

ნეგრეირას სკანდალი ესპანური ფეხბურთის მიმდინარე გამოძიებაა, რომელიც ეხება ბარსელონას მიერ 2001-დან 2018 წლამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირასთვის გადახდილ თანხებს.

ბარსელონამ ნეგრეირას კუთვნილ კომპანიებს დაახლოებით 7.2 მილიონი ევრო გადაუხადა. კლუბი აცხადებს, რომ გადახდები განხორციელდა ლეგიტიმური „პროფესიონალურ მსაჯობასთან დაკავშირებული ტექნიკური ანგარიშებისა“ და რჩევებისთვის, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ ფეხბურთელები კონკრეტულ მსაჯებთან.

სხვა სტატიები