Belive

ფლიკი: ,,ყველა საკამათო ეპიზოდში მსაჯმა გადაწყვეტილება ინტერის სასარგებლოდ მიიღო''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ,,ინტერთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ვიცი, რომ ახლა ყველა იმედგაცრუებულია. ამ თამაშში ძალიან ბევრი რამ ჩავდეთ... პირადად მე ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც ყველაფერი გაიღო. მომავალ წელს დავბრუნდებით და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეცდებით!

შედეგს უნდა შევეგუოთ. ინტერის თავდამსხმელები ძლიერები და გამოცდილები არიან. ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და მოვუმატებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გუნდი უფრო და უფრო უკეთესი გავხადოთ.

მეორე ტაიმში, პირველ ნახევართან შედარებით, გუნდურად უკეთ ვითამაშეთ. მძიმე მარცხია, მაგრამ მყარად უნდა დავდგეთ. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა ფინალში თამაში დაიმსახურეს. როცა ამაღამ სარკეში ჩაიხედებიან, შეუძლიათ, საკუთარი თავით იამაყონ.

მსაჯებზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ყველა საკამათო ეპიზოდში არბიტრმა გადაწყვეტილება ინტერის სასარგებლოდ მიიღო. ეს მაწუხებს...

მინდა, ინტერს მივულოცო, რადგან ორივე მატჩში დიდებულად ითამაშეს. მიუნხენურ ფინალში მათ წარმატებებს ვუსურვებ!'' - ჰანსი ფლიკი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,ბარსელონა'' დამატებით დროში დაამარცა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 31 მაისს, მიუნხენშია ჩანიშნული, ,,ნერაძურის'' მეტოქე ,,პარი სენ ჟერმენი'' ან ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები