Belive

დეკუ ლონდონში ჩაფრინდა | ბარსელონა ჟოაო პედროს ტრანსფერზე მუშაობს

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას სპორტული დირექტორი - დეკუ, ლონდონში ჩაფრინდა, ამის მიზეზი კი ჟოაო პედროს ტრანსფერია, რომელზეც კატალონიური გუნდი ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა.

პორტუგალიელი სპორტული დირექტორი ლონდონში ბრაზილიელი ფორვარდის აგენტებს შეხვდება და ამის შემდეგ გადაწყდება, იყიდის თუ არა ბარსელონა 24 წლის ფორვარდს.

ახალ ცენტრფორვარდზე ნადირობა ბარსელონამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტიურად დაიწერა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

ჟოაო პედრო ჩელსიმ 2025 წელს შეიძინა, მას შემდეგ კი 51 მატჩი ჩაატარა, სადაც 23 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ბრაზილიელი ფორვარდი ჩელსიმდე ბრაიტონში და უოტფორდში თამაშობდა, საფეხბურთო კარიერა კი სამშობლოში, კერძოდ ფლუმინენსეში დაიწყო.

ამ წუთის მონაცემებით, 'Transfermarkt'-ზე 24 წლის ბრაზილიელი ფორვარდის ღირებულება €75 მილიონი ევროა, თუმცა როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ბარსელონა ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს და დეკუ შეეცდება ფეხბურთელის მხარე შედარებით ნაკლებ თანხაზე დაითანხმოს.

სხვა სტატიები