რონალდ არაუხო პრემიერ ლიგის გრანდში გადავიდა
ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ფეხბურთელი რონალდ არაუხო კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს, კერძოდ ის ლივერპულში იასპარეზებს, ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით 27 წლის ცენტრალური მცველი მერსისაიდულ კლუბს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რომელთაც შემდეგ გამოსყიდვის უფლება ექნებათ, ინგლისური კლუბი მის სრულ ხელფასს დაფარავს.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, გარიგება ორივე კლუბსა და ფეხბურთელს შორის უკვე შედგა და გაოფიციალურებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
🚨💣 ¡Ronald Araujo, cedido al Liverpool!
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) August 7, 2026
📌 El central del Barça se irá a préstamo al equipo inglés durante una temporada
📌 El conjunto red se guarda una opción de compra a final de curso
✍️ @martinezferran https://t.co/tUMv5yRiWC pic.twitter.com/Lic9y3UoP0
შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხომ თავდაპირველად კარიერა 2016 წელს ურუგვაის ახალგაზრდულ კლუბ რენტისტაში დაიწყო, შემდეგ ბოსტონ რივერში ასპარეზობდა. 2018 წლიდან კი ბარსელონას მეორე გუნდში გადავიდა, მთავარ გუნდში კი 2020 წლიდან დღემდე ასპარეზობს.
ურუგვაელ ფეხბურთელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.