ჰანსი ფლიკი: "მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების წინ გუნდის ამბიციები შეაფასა. გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ კატალონიელებს რეალური შანსი აქვთ, მთელი ტურნირის გზა გაიარონ და ტრიუმფს მიაღწიონ.
"ჩვენ მართლაც გვჯერა, რომ ფინალამდე მისვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. სწორედ ასეთი მიზნებისთვის გამოდიან ჩვენი დონის კლუბები.
ჩვენ საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი შემადგენლობა გვყავს, ამიტომ თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გააცნობიეროს თავისი როლი და ყველა ტურნირში გამარჯვებისკენ ისწრაფვოდეს", - ჰანსი ფლიკი.
კატალონიური გრანდი, რომელსაც ლა ლიგაში 4-დან 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ახალ სეზონში გამოსვლას როტერდამის ფეიენოორდთან საშინაო მატჩით დაიწყებს.