ფლიკი: ,,რაღაცები უნდა შევცვალოთ, თუმცა საკუთარი ფილოსოფიის ერთგულები უნდა ვიყოთ''
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ბრიუგესთან ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა:
,,რთული შეხვედრა გამოვიდა. შანსები გვქონდა, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა. ნახევარდაცვაში პრესინგს არ მივმართეთ და ბევრი ორთაბრძოლა დავთმეთ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაანალიზოთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს შეუძლია ერთი ან ორი შეხებით მომენტი შექმნას. თავი არა მხოლოდ უკანა ხაზში, არამედ ნახევარდაცვაშიც უნდა დავიცვათ. ამ ასპექტში მომატება გვჭირდება.
რაღაცები უნდა შევცვალოთ, თუმცა საკუთარი ფილოსოფიის ერთგულები უნდა ვიყოთ. თამაშის სტილის შეცვლა არ გვჭირდება, ჩვენ ბარსელონა ვართ... შეგვიძლია უკეთ ვიმოქმედოთ - როცა ინტენსივობა გვაკლია, შანსებიც არ გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის გუნდები შეტევაში სწრაფად გადადიან და ეს ბრიუგემ ძალიან კარგად გააკეთა. არ მინდა, რომ დაცვაში ვიდგეთ და კონტრშეტევებით 1:0 მოვიგოთ, 3:3 კარგი შედეგი არ არის, თუმცა 3-ჯერ ვაგებდით.
თითოეულმა ფეხბურთელმა სწორ პოზიციაზე უნდა ითამაშოს და მეტოქეზე ზეწოლა სცადოს. კვირას, ელჩესთან კარგად ვითამაშეთ, ბრიუგესთან ეს არ გამოგვივიდა. ახლა გუნდის საუკეთესო მომენტი არ არის, თუმცა სულ სხვა დონეზე თამაში შეგვიძლია.'' - ჰანსი ფლიკი
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ბრიუგესა და ბარსელონას შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
ფლიკის გუნდი 4 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა.
🚨 Hansi Flick: “We can talk about changing everything… but I’m not the kind of coach to do that. We want to play true to Barça DNA”. 💙❤️
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 6, 2025
“I do not want to sit deep and win 1-0 on a counterattack. 3-3 isn’t the ideal result, but we came back after every goal”. pic.twitter.com/uxtGZvNoUW