ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მოასპარეზე გუნდების საინტერესო სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" ლონდონში "არსენალს" ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალური წყვილის "ბარსელონასა" და "ინტერის" დაპირისპირება ხვალ იმავე დროს აიღებს სტარტს.
1/2-ფინალების დაწყებამდე საინტერესო სტატისტიკას გიზიარებთ, სადაც წარმოდგენილია თითოეული გუნდის მარცხი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. პირველ ადგილს 5 მარცხით "პსჟ" იკავებს.
სრულად ოთხეული ასე გამოიყურება:
"პარი სენ-ჟერმენი" - 5 მარცხი
"არსენალი" 2:0 "პსჟ"
"პსჟ" 1:2 "ატლეტიკო მადრიდი"
"ბაიერნი" 1:0 "პსჟ"
"პსჟ" 0:1 "ლივერპული"
"ასტონ ვილა" 3:2 "პსჟ"
"ბარსელონა" - 2 მარცხი
"მონაკო" 2:1 "ბარსელონა"
"დორტმუნდი" 3:1 "ბარსელონა"
"არსენალი" - 1 მარცხი
"ინტერი" 1:0 "არსენალი"
"ინტერი" - 1 მარცხი
"ლევერკუზენი" 1:0 "ინტერი"
