ფინალში მარცხის მიუხედავად, არგენტინის პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის აღსანიშნავად ქვეყანაში უქმე დღე გამოაცხადა, რომლის თარიღსაც თავად ნაკრები აირჩევს.
როგორც ESPN წერს, ფინალში მარცხის მიუხედავად, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მაინც სათანადოდ მიაგებენ პატივს.
მილეიმ, რომელიც ცრურწმენების გამო საჩემპიონო მატჩს არ დაესწრო, X-ზე დაწერა:
არგენტინის ნაკრების მიღწევის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს, რომელსაც ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ზეიმისთვის შეარჩევენ, ეროვნულ უქმე დღედ გამოვაცხადებ.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ დელეგაციის ნაწილი ბუენოს-აირესში დღეს ჩაფრინდება, ხოლო ზოგიერთი ფეხბურთელი, მათ შორის მესიც, ამ ეტაპზე სამშობლოში არ დაბრუნდება.
FESTEJO MUNDIAL
— Javier Milei (@JMilei) July 20, 2026
Dada la inquietud sobre los festejos por el logro alcanzado por la Selección Argentina, comunico a la población que, en función de lo que decidan los Jugadores y el Cuerpo Técnico respecto al día para celebrar, el mismo será declararado feriado nacional.