Belive

Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' ნომინანტთა ფინალური 30-ეულის დასახელების შემდეგ, Goal.com-მა ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების უმთავრესი ფავორიტი მადრიდის ,,რეალის'' ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია:

,,26 გოლი და 12 ასისტი 2023-2024 წლების სეზონში, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.

ტრავმის გამო ვინისიუსმა სეზონი ისეთ მაღალ ტემპში ვერ დაიწყო, როგორც მისგან ელოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი დალაგდა.

ბარსელონასთან ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მოგებულ ლა ლიგაში თავი არაერთხელ გამოიჩინა. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად გამოსარჩევი ისაა, რომ ვინისიუსი ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორივე მატჩში საუკეთესო იყო.

თუმცა, ზაფხულს მისთვის გეგმისამებრ არ ჩაუვლია. მართალია, კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე პარაგვაის ორჯერ გაუტანა, მაგრამ შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ურუგვაისთან მეოთხედფინალური შეხვედრა გამოტოვა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელი ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მაინც რჩება.'' - წერს Goal.com

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში როდრი, ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი და ლაუტარო მარტინესი მოხვდნენ

,,ოქროს ბურთის'' მოგების 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ვინისიუს ჟუნიორი

  2. როდრი

  3. ჯუდ ბელინგემი

  4. დანი კარვახალი

  5. ლაუტარო მარტინესი

  6. ტონი კროოსი

  7. კილიან მბაპე

  8. ჰარი კეინი

  9. ფილ ფოდენი

  10. ნიკო უილიამსი

სხვა სტატიები