მესიჯი რეალის გულშემატკივრებისა და იამალისთვის - მბაპემ ოქროს ბურთზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპემ ოქროს ბურთის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, პრესტიჟული ჯილდო კვლავ სანტიაგო ბერნაბეუს კედლებსა და მადრიდული კლუბის გულშემატკივრებთან დაბრუნდეს. მბაპემ, ამ თემაზე, ესპანურ გაზეთ AS-თან ისაუბრა, რომელმაც საუბრის რამდენიმე ამონარიდი გამოაქყვენა. სრული ინტერვიუ დღეს საღამოს გამოქვეყნდება. ოქროს ბურთთან და იამალთან დაკავშირებით მბაპემ განაცხადა:
ვფიქრობ, წელს მისი მოგების დროა. ამის საკუთესო დასტური ჩემი ფეხებია. რაც არ უნდა ვთქვა, ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც ოქროს ბურთის რეალში დაბრუნებაა. ის "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდელ გულშემატკივრებთან უნდა დაბრუნდეს. მათ გულებში კვლავ სიხარული უნდა დაბრუნდეს. ისინი, ამას, სხვებზე მეტად იმსახურებენ. რაც შეეხება იამალს, ვფიქრობ, რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მაქვს განცდა, რომ შესანიშნავი კარიერა ექნება. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. - კილიან მბაპე
⚪️🌕 Kylian Mbappé: “I really want the Ballon d’Or to return to Real Madrid”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 17, 2026
“It needs to come back to the Bernabéu, to the Madridistas, to return for all those people and give them something to be excited about. They deserve it more than anyone”, told @diarioas. pic.twitter.com/eXpav4xsKl