ფიფას დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა გურამ კაშიამ და ვილი სანიოლმა?
ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა.
გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ხმები ასე გადანაწილდა:
როდრი
ვინისიუს ჟუნიორი
ლამინე იამალი
კაშიას მსგავსად, როდრი ვილი სანიოლისთვისაც პირველი იყო:
როდრი
ვინისიუს ჟუნიორი
ჯუდ ბელინგემი
ფიფას ვერსიით (მას შემდეგ, რაც დაჯილდოება ამ სახით ტარდება) საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, მესი დაასახელეს. ამ მხრივ, მეორე ადგილს რონალდუ და ლევანდოვსკი იყოფენ.
2024 წლის საუკეთესო თერთმეტეული - ემილიანო მარტინესი, დანი კარვახალი, ანტონიო რუდიგერი, უილიამ სალიბა, რუბენ დიაში, როდრი, ტონი კროოსი, ჯუდ ბელინგემი, ლამინე იამალი, ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი.
2024 წლის საუკეთესო მეკარე - ემილიანო მარტინესი
2024 წლის საუკეთესო მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი
2024 წლის საუკეთესო გოლის ავტორი - ალეხანდრო გარნაჩო