Belive

გერეირო: ,,მესის თითითაც რომ შეეხო, მსაჯი მაშინვე ჯარიმას აფიქსირებს''

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პერუს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რაფაელ გერეირომ, არგენტინასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯები ლეო მესისა და ,,ალბისელესტეს'' სხვა ფეხბურთელების მიმართ მიკერძოებულები არიან:

,,არგენტინის წინააღმდეგ თამაში ცოტა რთულია. მსაჯისთვის თითოეული კონტაქტი უხეში იყო, მაგრამ, როცა ჩვენ გვეხებოდნენ, სასტვენის ხმა არ ისმოდა.

მესის თითითაც რომ შეეხო, მსაჯი მაშინვე ჯარიმას აფიქსირებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიტუაციას ძალიან გვირთულებს, თუმცა არავინ არაფერს ამბობს, რადგან ეს მესია.'' - რაფაელ გერეირო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-12 ტურის შეხვედრაში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა პერუს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ლიონელ სკალონის გუნდი 25 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, პერუ კი 7 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები