Belive

ტრამპი 2026 წლის მუნდიალის სამუშაო ჯგუფს პირადად უხელმძღვანელებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ტრამპმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფის ამოცანა ტურნირის საორგანიიზაციო საკითხების გადაწყვეტა იქნება.

2026 წლისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდამდე გაფართოვდება, რომლებიც ითამაშებენ 104 მატჩს სამ ქვეყანაში. 104 მატჩიდან 78 ჩატარდება აშშ-ში, 13-13 მატჩი კი მექსიკასა და კანადაში. დღეში 6 შეხვედრა გაიმართება. ფინალი 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალამდე, აშშ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ტურნირი მიმდინარე წლის 14 ივლისს დაიწყება. FIFA-ს პრეზიდენტმა სტრამპს სპეციალური ბურთი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის უნიკალური თასი წარუდგინა. ინფანტინომ ტრამპს უთხრა, რომ მუნდიალის ჩატარება იგივეა, რაც სუპერბოულის 3 მატჩი ჩატარდეს დღეში, 1 თვის განმავლობაში.