Belive

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა გამოუცხადა

19 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჯანი ინფანტინოს.

,,თქვენი ხელმძღვანელობით, FIFA-მ ღრმა ტრანსფორმაცია განიცადა - ორგანიზაცია უფრო ღია გახდა ყველა ფედერაციისა და კონფედერაციისთვის და გულწრფელი და პირდაპირი დიალოგის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაგრძელოთ ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე და მის ყველა ასპექტში“. - ვკითხულობთ არგენტინის ფეხბურთის ასოსიაციის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ უეფამ შესაძლოა, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვის გეგმის გამო, სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას. ორგანიზაციამ, ფიფას პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რომ სადავო პროექტთან დაკავშირებული არც ერთი დოკუმენტი არ გაანადგუროს. წყაროებმა, ამის შესახებ, ESPN-ს განუცხადეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ასევე, განიხილავს სამართლებრივი დავის დაწყებას იმ ორგანიზაციებისა და კერძო ინვესტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ამ საქმეში, ფიფასთან კავშირი ჰქონდათ.

საბოლოოდ, ინფანტინომ, მის მიმართ გაზრდილი ზეწოლის გამო, უკან დაიხია და უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატში წილების გაყიდვის გეგმაზე.

როგორც ცნობილია, ინფანტინო 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიის შექმნს აპირებდა, რომელსაც კერძო ინვესტორებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ემართა. თუმცა ამ წინადადების შემდეგ, მის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილებისა და ზეწოლის გამო, 56 წლის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, უკან დაეხია.

ინფანტინო ამაზე ღიად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც უეფას 55-მა წევრმა ქვეყანამ, პროტესტის ნიშნად, მსოფლიო ჩემპიონატისა და ფიფას ყველა სხვა ტურნირის მიმართ, ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ფიფას პრეზიდენტის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ ინფანტინოს გეგმის ჩავარდნამ - შეექმნა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ფიფას შვილობილი კომპანია, რომელსაც ორგანიზაციის ტურნირები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ემართა - ეჭვქვეშ დააყენა 2027 წლის მარტში, მისი ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევა.

სხვა სტატიები