Belive

FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

​FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, არსებული ფორმატი, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს, შეიცვლება და მონაწილე კლუბების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. ტურნირის განახლებული ფორმატის მიხედვით, მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი განახლებული ფორმატით 2025 წლიდან გაიმართება.

საინტერესოა ისიც, რომ ფიფა ქალთა საკლუბო ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებასაც გეგმავს, ხოლო 2022 წლის გათამაშება 2023 წლის თებერვალში გაიმართება და ის მუნდიალის ნახევარფინალისტ, მაროკოში, ტრადიციად ქცეული, 7-გუნდიანი ფორმატით ჩატარდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი FIFA-მ 2000 წელს დააარსა და ბოლო 15 სეზონიდან 14-ში შვიდი გუნდი მონაწილეობდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები კი პირდაპირ ნახევარფინალურ ეტაპზე ერთვებოდნენ.

სხვა სტატიები