საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად რონალდუს ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღია
ფიფას ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. კატარის მუნდიალზე ლეომ 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელისთვის კარიერაში ეს 77-ე ტიტულია. FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მესის მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე და "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ეცილებოდნენ.
🏆 𝗠𝗘𝗦𝗦𝗜 🏆
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) February 27, 2023
#TheBest FIFA Men’s Player Award 2022 goes to Lionel Messi! 🇦🇷 pic.twitter.com/HXEugVH1t9
რონალდუ, რომელიც ახლა "ალ ნასრის" ღირსებას იცავს, საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტთა 14 კაციან სიაში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიის კაპიტნის სტატუსის წყალობით, მას მაინც ჰქონდა უფლება ხმის მიცემაში მიეღო მონაწილეობა.
თუმცა, ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრების კაპიტნების სრული სია, რომლებმაც ხმა მისცეს და იქ პორტუგალიელის გვარი არ იკითხებოდა.
უცნობია, რატომ არ მიიღო რონალდუმ კენჭისყრაში მონაწილეობა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ნაცვალად ხმა პეპემ მისცა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ორჯერ, 2016 და 2017 წელს აქვს მოგებული. მაშინ პორტუგალიელის კონკურენტები ლიონელ მესი და რობერტ ლევანდოვსკი იყვნენ.