Belive

FIFA-მ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა.

განახლებული რეიტინგის საუკეთესო სამეულში კატარში გამართული მუნდიალის ფინალისტები მოხვდნენ - არგენტინის ნაკრები მეორე პოზიციაზე, ხოლო საფრანგეთი მესამეზე აღზევდა. მათ თითო-თითო პოზიციით წინ აიწიეს.

FIFA-ს რეიტინგს კვლავაც ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც მუნდიალზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სადაც ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ცხადია, მოსალოდნელი იყო მაროკოს ნაკრების წინსვლაც - ახლახანს დასრულებული ტურნირის მთავარმა აღმოჩენამ 22-ედან მე-11 პოზიციაზე აინაცვლა, რაც შეეხება ბრინჯაოს მედლის მომპოვებელ ხორვატიის ნაკრებს, მათ მე-12დან მე-7 პოზიციაზე აღზევება შეძლეს.

ასევე, გამოსარჩევია, დანიის ნაკრების რეგრესი, რომელმაც მუნდიალზე მოლოდინები ვერ გაამართლა და რომელიც მე-10 ადგილიდან მე-18-ზე დაქვეითდა. 

მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები