Belive

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატიდან 2 მსაჯი მოკვეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-მ 2022 წლის მუნდიალიდან 2 მსაჯი: ირანელი - ალირეზა ფაინანი და გერმანელი - დანიელ ზიბერტი მოკვეთა.

მიზეზად ჯგუფური ეტაპის მატჩებზე დაშვებული შეცდომები სახელდება, რომელსაც შეეძლო მატჩის ბედი სხვაგვარად განევითარებინა.

გერმანელმა მსაჯმა - დანიელ ზიბერტმა, ბოლოს H ჯგუფის გადამწყეტი მატჩი: ურუგვაი - განა იმსაჯა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებისა და FIFA-ს აზრით მან არაერთი შეცდომა დაუშვა. მატჩის შემდეგ კი ურუგვაელი ფეხბურთელები მის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რამდენიმე ფეხბურთელი კი მას ფიზიკურადაც შეეხო.

სწორედ ამ ფაქტის გამო, FIFA-მ გადაწყვიტა, რომ გერმანელი მსაჯი შეჯიბრიდან მოეხსნათ და 7 დეკემბერს ზიბერტს შეატყობინეს, რომ იგი მოკვეთილი იქნა 2022 წლის მუნდიალიდან.

FIFA მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე 20 მსაჯით რჩება.

სხვა სტატიები