არნე სლოტი: "ფეხბურთის გარდა ყველაფერს ვუყურე - თამაშით უკმაყოფილო ვარ"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის 46 წლის ნიდერლანდელმა თავკაცმა - არნე სლოტმა, პრემიერ ლიგის მეორე ტურში, ნიუკასლის წინააღმდეგ დრამატულ 2:3 გამარჯვებაზე ისაუბრა და მატჩი შეაფასა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად დრამატული ბრძოლისა და მე-100 წუთზე მომტანი გამარჯვების გოლისა, არნე სლოტი საკუთარი გუნდით ძალიან უკმაყოფილოა.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფეხბურთი იყო. პირველი 45 წუთი ჯოჯოხეთურად გაგვიჭირდა თამაში, რადგან დღეს ეს სტადიონი საოცარ ფორმაში იყო, გულშემატკივრები 1 წამითაც არ გაჩერებულან და რაღაცა განსაკუთრებული გულშემატკივრობა ჰქონდათ, თამაც ამ ყველაფერს მატჩის განვითარებამ კიდევ უფრო დიდი მუხტი შესძინა.
თამაშის ხარისხი ძალიან არ მომეწონა. 10-კაციან გუნდთან 0:2-დან თამაშს ვერ ვიგებდით, რომ არა ბოლო მომენტი...
რაც მთავარია, ვამაყობ მოედანზე გატარებული დროით და იმით, თუ როგორ ვიბრძოლეთ.
მე მიყვარს ყველაფერი, რაც ამ კლუბთან მაკავშირებს. დავბრუნდებით და თან იმაზე უკეთესი თამაშითა და ხარისხით, როგორც ყოველთვის..." - არნე სლოტი
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები ახალ სეზონს 2/2 გამარჯვებით ხვდებიან და ცხრილის სათავეში არსენალთან და ტოტენჰემთან ერთად პირველ-მეორე პოზიციას ინაწილებენ.
არნე სლოტის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩს შინ, არსენალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 31 აგვისტოს გაიმართება.