FIFA-მ ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფეხბურთში ცვლილება შეიტანა
ოფიციალურად FIFA ადასტურებს, რომ ახალ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა კლუბისთვის სატრანსფერო ფანჯარა 2025 წლის 1-დან 10 ივნისამდე გახსნილი იქნება. ტურნირი სტარტს 15 ივნისს აიღებს, სწორედ აღნიშნულ თარიღამდე შეძლებენ კლუბები ფეხბურთელების დარეგისტრირებას. ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივლისამდე გაგრძელდება.
მომავალი ზაფხულისთვის დაგეგმილი FIFA-ს ახალი ღონისძიება შეერთებულ შტატებში გაიმართება.
🚨 La FIFA abre una nueva ventana de transferencias
— MARCA (@marca) October 3, 2024
🗓 Será del 1 al 10 de junio, con el objetivo de incentivar el movimiento de futbolistas para el Mundial de Clubes 2025
✍️ @jfelixdiaz https://t.co/I4j3fl7iWI
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახალი საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე პირველ ივლისს იხსნებოდა და 31 აგვისტოს მთავრდებოდა.