ლუის ენრიკე: ,,პრემიერლიგის გუნდებთან მოგება? ჩვენ ხომ ფერმერთა ლიგა ვართ''
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,არსენალთან'' მოგებული მატჩი შეაფასა.
ესპანელ სპეციალისტს პრემიერლიგის გუნდების დამარცხებაზეც ჰკითხეს (პსჟ-მა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტის, ლივერპულს, ასტონ ვილასა და არსენალს მოუგო), რაზეც ენრიკემ ხუმრობით უპასუხა.
,,ამ შედეგისთვის ყოველდღიურად ვშრომობდით, ვფიქრობდი, რომ გასულ სეზონშიც კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ სეზონში თითოეული ვარჯიში უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და ფეხბურთელებიც გამორჩეულები იყვნენ.
ვფიქრობ, დაძაბულობისა და ინტენსივობის თვალსაზრისით მატჩს იმედები არ გაუცრუებია. არსენალი აქ მოსაგებად ჩამოვიდა და პრობლემებიც შეგვიქმნა. ალბათ, ყველაზე მეტად ამ მატჩებში გაგვიჭირდა, მაგრამ ფინალში გასვლას ვიმსახურებდით.
პსჟ-ში მოსვლის პირველ დღეს ვთქვი, რომ ჩემი მიზანი ამ გუნდთან ერთად ისტორიის დაწერა იყო. შესანიშნავი ღამეა. შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადოთ. ფეხბურთის მშვენება სწორედ ეს არის - შენი ქომაგების გაბედნიერება...
ინტერი? ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მათი მე-2 ფინალია. ეს გუნდი მზად არის... მათ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ ჰქონიათ. მილანელები სტანდარტულებისას დომინერებენ. აშკარა იყო, რომ ბარსელონასთან მატჩში ინტერს მეტი გამოცდილება ჰქონდა და არა მხოლოდ ასაკის თვალსაზრისით. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ფინალურ შეხვედრას, სწორად მივუდგეთ.
პრემიერლიგის 4-ვე გუნდთან მოგება? ფერმერთა ლიგა, არა? ჩვენ ხომ ფერმერთა ლიგა ვართ (იცინის).'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
,,პსჟ-ს'' მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი'' იქნება.
"We are the league of farmers" 🤣
— Football on TNT Sports (@footballontnt) May 7, 2025
Luis Enrique couldn't help but laugh after being told his PSG team have beaten all four Premier League teams they've faced in the Champions League this season 😅
🎙@Becky_Ives_ | 📺 @tntsports & @discoveryplusUK pic.twitter.com/84jVlnIq3B