ფენერბაჰჩეს ულტრასები 5 მანჩესტერელს თავს დაესხნენ
სტამბულში, ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს GFB Bogaz Hooligans-ს უწოდებს და "ფენერბაჰჩეს" ულტრასებს წარმოადგენენ, სოციალურ ქსელში ძალადობრივი ვიდეო გამოაქვეყნეს და ტრაბახობდნენ იმით, რომ ქალაქის ქუჩებში ინგლისური კლუბის 5 გულშემატკივარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ფანმა 'ხულიგნების' შეძახილებს უპასუხა.
დაახლოოებით 50-მა კაცმა ალყა შემოგვარტყა და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. ერთ-ერთმა ბიჭმა ცალკე გამიყვანა, თითქოს ჩემს დახმარებას ცდილობდა და შემდეგ ყბაში ძლიერად დამარტყა - განაცხადა ჩხუბის მონაწილე ბრიტანელმა
'ხულიგნების' მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს კარგად ორგანიზებული, კაცებისგან შემდგარი ჯგუფი წარწერით - "პირველი დარტყმა მიყენებულია, ახლა მანჩესტერი მართლაც წითელია".
ევროპა ლიგის მე-3 ტურში, ფენერბაჰჩე საკუთარ მოედანზე მიიღებს მანჩესტერ იუნაიტედს. წინა ორ ტურში, 'ეშმაკებმა' მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს და ცხრილის 21-ე ადგილს იკავებენ, თურქებს კი 4 ქულა აქვთ და მე-14-ზე არიან.