Belive

ლევერკუზენის ბაიერმა მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დანიშნა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ბაიერ ლევერკუზენის ახალ მენეჯერად დაინიშნა. გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტენ ჰაგმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩაანაცვლა ხაბი ალონსო - ესპანელი რეალ მადრიდს გაწრთვნის.

ტენ ჰაგი ლევერკუზენმა მას შემდეგ აირჩია, რაც ყველა მხარეს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, იტალიური კომოდან სესკ ფაბრეგასის დაყოლიება ვერ შეძლო. 55 წლის ტენ ჰაგი ოქტომბრიდან, იუნაიტედიდან გათავისუფლების შემდეგ, უმუშევარი იყო.

ტენ ჰაგი წითელ ეშმაკებს 2022 წლიდან წრთვნიდა (აიაქსიდან გადასვლის შემდეგ). მან გათავისუფლებამდე პერიოდში ორი ტიტული მოიგო - ლიგის თასი და FA თასი. ტენ ჰაგი იქამდე იგლზს, უტრეხტსა და აიაქსს წრთვნიდა.

სხვა სტატიები