ჰარი მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს ახანგრძლივებს
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაიერი კლუბთან კონტრაქტს ახანგრძლივებს.
ევროპულ მედიაში, მათ შორის ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ხელშეკრულება 2027 წლამდე გახანგრძლივდება. მანჩესტერ იუნაიტედს ასევე კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პუნქტის ამოქმედებაც შეეძლება.
ირკვევა, რომ ზეპირი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ამ სეზონის ფინიშამდე მხარეები ოფიციალურ ნაწილსაც მოაგვარებენ და კონტრაქტს ხელს მოაწერენ.
ჰარი მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედში 2019 წლის ზაფხულის შემდეგ თამაშობს და 266 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. 33 წლის მცველმა გუნდთან ერთად ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასი მოიგო.