ფენერბაჰჩე ჟოზე მოურინიოს კომპენსაციის სახით დღემდე ძალიან დიდ თანხას უხდის
პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ცოტა ხნის წინ ფენერბაჰჩეს წვრთნიდა, მაგრამ თურქულ გრანდში მან მხოლოდ 16 თვე იმუშავა და ამის შემდეგ ის გუნდიდან გაათავისუფლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით (Yenicag Gazetesi) სტამბოლში ყოფნისას 62 წლის მოურინიო ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო Four Seasons-ში ცხოვრობდა, აქ ცხოვრების ხარჯმა დაახლოებით 747 000 ევრო შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ თანხას კლუბი დაფარავს თუ თავად პორტუგალიელი.
სასტუმროს ხარჯების გარდა, ფენერბაჰჩეს ჟოზე მოურინიოს ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით 15 მილიონი ევროს გადახდა კვლავ ევალება.
Jose Mourinho left Fenerbahçe with a €747,000 bill to pay for hotel accommodation. 😳 [@Record_Portugal] pic.twitter.com/7g4DZ0129D
— Football Talk (@FootballTalkHQ) November 10, 2025
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ფენერბაჰჩეს მთავარ მწვრთნელად 2024 წლის პირველი ივლისს დაინიშნა და იქ 2025 წლის 29 სექტემბრამდე მუშაობდა. პორტუგალიელმა გუნდს 62 შეხვედრის განმავლობაში უხელმძღვანელა (37 მოგება, 14 ფრე, 11 მარცხი), შემდეგ კი გუნდიდან გაუშვეს და ბენფიკას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.